Saturday, November 24, 2018

მოუსვენრობა

სალამი ისევ!
              ახლა შეიძლება სულ რამდენიმე წამი გავიდა, მაგრამ მე ვერარ გავცერდი, ამიტომ კიდევ გწერთ, რომ ნახოთ, რამდენად მიხარია ჩემი ახალი გვერდი.
               შეიძლება თვეების განმავლობაში არ ჰქონდეს ჩემს პატარა ბლოგს გამოხმაურებები, მაგრამ მანამ, სანამ არ დავუბრუნდები წერას, ვერ შევწყვეტ.
                ახლა სახელის შესახებ ვილაპარაკებ. ამ სახელის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, როცა თოთხმეტი წლის ვიყავი. მაშინ ვფიქრობდი, რომ მოიისფრო ეს სიყვარულის ფერია, როგორც ამას გურამ დოჩანაშვილი ამბობს, და ამას ახლაც ასე ვფიქრობ, რაც შეეხება აჩრდილს მას არ აქვს სისხლი და არც გული, ანუ სიყვარულის ორგანო, ამიტომაც მე ვიყავი სიყვარული, სიყვარულის შეგრძნების გარეშე, აქედან გაჩნდა ეს იდეა, თუმცა ახლა ნამდვილად მოიისფრო ვარ. მთელი სიყვარულის შეგრძნებებით და ამბებით. ამ ბლოგზე მე იშვიათად მოგიყვებით ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, თუმცა ალბათ რაღაც დეტალებს ვიტყვი, რომ უფრო საინტერესო იყოს. კომენტარები თუ ოდესმე მექნება, ცხადია, რომ გიპასუხებთ ბლოგებით...
           ძალიან მინდა, რომ ოდნავ მაინც იყოს საინტერესო თქვენთვის ეს პოსტები, რომლებშიც მე ჩემს მთელ გულს ცავდებ და იმედია საკმაოდ კარგიც გამოვა...
           ეს დღეებია, რომ სიცოცხლის სიხარული გამიჩნდა და იმედია, ეს ბლოგი სიცოცხლის სიხარულის უკეთ გაცნობიერებასა და შეგრძნებაში დამეხმარება...
ახლა ვეცდები, რომ ბლოგის დაწერის სურვილი დავიოკო და დღეს მეტი აღარ შეგაწუხოთ...

დროებით... :)

დღე პირველი

               საღამო მშვიდობისა!
ახლა საღამოა, ათის ნახევარი და მე გადავწყვიტე ჩემთვის შემექმნა ეს პატარა სივრეცე, რომელიც რეალურად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ იქნება ჩემი პატარა ასპარეზი. 
შეიძლება ითქვას, რომ ერთ მშვენიერ დროს მე ვწერდი, მერე ყველაფერი შეიცვალა. ახლა მარტოობის დრო თითქმის აღარ მაქვს და თან, თითქოს ჩემი ცხოვრება აეწყო, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც აზროვნებს და მისი ცხოვრება აეწყო. მოკლედ ასე ვფიქრობ მე, თუმცა შეიძლება ვცდები. ახლა აღარ ვწერ, მაგრამ მინდა, რომ ამ პატარა პროცესში დავბრუნდე. ჩემი პრობლემა ის იყო, რომ არ მქონდა ასპარეზი, ასე რომ მე ვიწყებ ახალ, მწერლურ ცხოვრებას, რომელშიც ეს სივრცე დამეხმარება... 


სალამი ასპარეზო, მე მოვედი!